ბაქოში მიმდინარე ძიუდოისტთა გრანდ სლემზე ჯაბა პაპინაშვილი (60კგ) ჩემპიონი გახდა. გადამწყვეტ ბრძოლაში 23 წლის ქართველმა რუსი ალბერტ ოგუზოვი ვაზარიზე დასცა და ოქროს მედალი ირგუნა.
ოქროს მიმავალ გზას პაპინაშვილ უკრაინელ კირილ სამოტუგის დაიპონებით შეუყვა, მეოთხედფინალში აზერბაიჯანელ ბალაბაი აგაიევს მტკივნეული ილეთით აჯობა, ხოლო ნახევარფინალში მონღოლ სუმიაბაზარ ენხტაივანს – ვაზარით.
მოულოდნელად ცუდად იჭიდავა 66 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების არაერთგზის ჩემპიონმა და ტოკიოს ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორმა ვაჟა მარგველაშვილმა, რომელიც პირველივე ორთაბრძოლაში იაპონელ იუჯი აიდასთან მტკვინეული ილეთით დამარცხდა.
ბაგრატ ნინიაშვილმა აზერბაიჯანელ ისმაილ იბრაჰიმოვს კი აჯობა, მაგრამ ჯერ მოლდოველ დენის ვიერუსთან დამატებით დროში წააგო, რის შემდეგ რეპეშაჟში გადაერთო და იქაც დამატებით დროში ვაზარით რუს იაკუბ შამილოვთან დამარცხდა.
6 ნოემბერს ბაქოს გრანდ სლემზე ჯუმბერ მელაძე (73), გიგა გიგაური და თორნიკე ფოლადიშვილი (ორივე 81) იჭიდავებენ.