ფორმულა 1-ს სეზონის დასრულებამდე 5 ეტაპიღა დარჩა და მაქს ფერსტაპენი 12 ქულით უსწრებს ლუის ჰემილტონს. კიდევ უფრო დიდია მისი ჰანდიკაპი დანარჩენ კონკურენტებთან.
ასეთ დროს საქმეში ბინძური მეთოდები ერთვება ხოლმე – ხელოვნური ავარია კონკურენტთან, რაც ორივეს უქულოდ ტოვებს, მაგრამ ჰანდიკაპი ძალაში რჩება.
სწორედ ამ ბინძური მეთოდების ეშინია ლუის ჰემილტონს და საკუთარი განცხადებით ერთგვარი პრევენცია გააკეთა.
„იმედი მაქვს, ჩემსა და მაქსს შორის არსებობს ურთიერთპატივისცემა და ჩემპიონის ვინაობას ხელოვნური ავარიები არ გაარკვევს. ამგვარი რამ კარიერის განმავლობაში არასოდეს მიკადრია და არც „მერსედესის“ გუნდი არ არის მსგავსი მეთოდების მომხრე“, – თქვა მსოფლიოს 7-გზის ჩემპიონმა ლუის ჰემილტონმა.