ჩავი ყატარული “ალ სადიდან” წამოვიდა და “ბარსელონას” მთავარ მწვრთნელად მისი დანიშვნა ოფიციალურად ხვალ, პარასკევს გამოცხადდება. “ბარსელონამ” ყატარში მთელი დელეგაცია მიავლინა კლუბის ვიცე-პრეზიდენტ რაფა იუსტეს მეთაურობით. მას კლუბის დირექტორი მატეო ალემანიც ახლდა.

შეიხებთან მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა, რაშიც დიდი როლი თავად ჩავიმ ითამაშა – ის პირადად იჯდა მოლაპარაკების მაგიდასთან. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, ჩავის დებიუტი “ბარსას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე 20 ნოემბერს ბარსელონურ დერბიში “ესპანიოლთან” შედგება.