შეიძლება იყოს 4 ადამიანი-(ი)ს გამოსახულებასაქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ის 25 ფეხბურთელი დაასახელა, რომლებსაც უახლოესი მატჩებისთვის მოამზადებს. ჩვენები 11 ნოემბერს, ბათუმში, შვედეთს შეხვდებიან, ხოლო 15-ში, გორში, უზბეკეთს უმასპინძლებენ. შვედებთან მატჩი მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისა იქნება, უზბეკებთან – ამხანაგური.

გუნდში ერთი დებიუტანტია: გორის „დილას“ 22 წლის მეკარე ლუკა გუგეშაშვილი.

ეროვნული გუნდი ამ მატჩებისთვის მზადებას 8 ნოემბრიდან დაიწყებს.

აგერ, სანიოლის რჩეულებიც

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლუკა გუგეშაშვილი (დილა, გორი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი).

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი) საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, ანტაკია, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთ კორეა), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია).

თავდამსხმელები: გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, ოდესა, უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია).

წილი
წინა სტატიასამეფო ციფრი – 1000
შემდეგი სტატიაჩავი ბარსას ხვალ ჩაიბარებს
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...