„გვიხარია გაცნობოთ, რომ ჩვენი გუნდის მთავარ მწვრთნელად ანტონიო კონტე დაინიშნა. კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე გაფორმდა, შესაძლო გახანგრძლივების პერსპექტივით“, – გვამცნობს „ტოტენჰემ ჰოთსპურის“ ოფიციალური ვებ-გვერდი.
„დეზების“ ხელმძღვანელობა იტალიელ სპეციალისტს, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისთვის 180 მილიონ ევროს გამოუყოფს. ის 3-4 ახალი ფეხბურთელის ყიდვას აპირებს.
მისი წლიური ჯამაგირი კი დაახლოებით 13 მილიონი გირვანქა იქნება.
კონტეს ლონდონში მანამდეც უმუშავია. 2016-18 წლებში „ჩელსის“ წვრთნიდა და 2016-17 წლების სეზონში პრემიერლიგაც მოაგებინა.