გასულ ზაფხულს 35 წლის ესპანელი მცველი პარიზში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგდა, მაგრამ გუნდში დებიუტი ჯერ არ ჰქონია.
ამის მიზეზი ერთი შეხედვით უმნიშვნელო ტრავმებია. სერხიო ძალიან ჩქარობს მწყობრში ჩადგომას და არ ასრულებს მკურნალობის კურსს, რასაც ახალი ტრავმები მოსდევს.
სერხიო რამოსის მუდმივად ლაზარეთში ყოფნა პსჟ-ისთვის მეტისმეტი ფუფუნებაა და როგორც Le Parisien იუწყება, ალბათ კონტრაქტს გაუწყვეტენ.