See the source imageპარიზის მასტერსის პირველივე წრეში ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მასპინძელ ადრიან მანარინოსთან დამარცხდა და 2:6; 4:6 დამარცხდა.

პირველ სეტში ჩვენებური ძალიან სუტად გამოიყურებოდა და სამჯერ დათმო საკუთარი ჩაწოდება. შემობრუნება გაუჭირდა და ჩამორჩა.

მეორე სეტი ქართველი ჩოგბურთელისთვის კარგად დაიწყო. მეექვსე გეიმში მეტოქეს ჩაწოდება აართვა, 4:2 დაწინაურდა კიდეც, თუმცა მცირე ხნით, რადგან ზედიზედ ოთხი გეიმი წააგო და პარიზსაც დაემშვიდობა.

სავარაუდოდ, ეს იყო ნიკოლოზ ბასილაშვილის ბოლო ტურნირი წლეულს, რადგან კალენდარში, მხოლოდ, ნაკლებად პრესტიჟული დუბაის 250-ათასიანი ტურნირი არის ჩანიშნული.

წილი
წინა სტატია33
შემდეგი სტატიააგუერომ სამი თვე უნდა დაისვენოს
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...