„პარი სენ ჟერმენისა“ და „ლილის“ შეხვედრაში მაურისიო პოჩეტნომ ლეო მესი პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალა.
მწვრთნელის ასეთი საქციელი თავისთავად ხომ გასაკვირი იყო, მაგრამ ორმაგად გასაკვირი გახდა იმ მიზეზის გამო, რომ ჯონათან დევიდის გოლით „ლილი“ იგებდა 1:0-ს.
გამოდის, რომ გუნდმა, რომელიც აგებდა, მოედნიდან მესი გაიყვანა.
ამ შეხვედრაში არც კილიან მბაპე მონაწილეობდა, რადგან ახალგაზრდა ფრანგ ვარსკვლავს ყელ-ყურ-ცხვირის ინფექცია შეყრია. ‘
შესაბამისად, პსჟ-მ თავდასხმაში თამაში მესის, ნეიმარისა და ანხელ დი მარიას ტრიოთი დაიწყო.
რა მოუვიდა მესის? ან როგორ გაუბედეს შეცვლა?
„ეკიპის“ ინფორმაციით პოჩეტინომ მესი მაურო იკარდით იმიტომ შეცვალა, რომ მსოფლიოს ექვსგზის საუკეთესო ფეხბურთელს ბოლო დღეებში კუნთი ტკიოდა.
მესიმ სცადა „ლილთან“ შეხვედრის პირველ ტაიმში, მეტოქის საჯარიმოს მისადგომებთან თანაგუნდელებთან კომბინაციური ფეხბურთი ეთამაშა და ერთხელ ჯარიმაც დაარტყა, მაგრამ ბურთი ოდნავ ააცილა მიზანს.
შესვენების შემდეგ, მარკინიოსისა და დი მარიას გოლებით პარიზელებმა მაინც მოიგეს — 2:1.
12 ტურის შემდეგ, 31 ქულით, „პარი სენ ჟერმენი” ლიგა ერთის ცხრილს ლიდერობს.
მეორეზე 21 ქულით „ლანსია”, რომელიც დღეს თამაშობს ლიონში.