No description available.ინგლისური „მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ კომენტარი გააკეთა „ბარსელონას“ მთავარ მწვრთნელად ჩავის შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით.

„დარწმუნებული ვარ, რომ ის მზად არის „ბარსელონაში“ სამუშაოდ. ჩავის ბრწყინვალედ ესმის ფეხბურთი და აქვს გამარჯვების წყურვილი. დღეს მას გაცილებით მეტი გამოცდილება აქვს, ვიდრე მე „ბარსელონაში“ მუშაობის დაწყებისას“, – ასეთი იყო გვარდიოლას კომენტარი.

შეგახსენებთ, რომ ჩავი „ბარსელონას“ აკადემიის აღზრდილია და გუნდის ღირსებას 1997-დან 2015 წლამდე იცავდა.