See the source imageSee the source image
ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ ყოფილ წევრ ჟერომ როტენს გუნდის დღევანდელი მდგომარეობის შესახებ აზრის გამოთქმა სთხოვეს და მან სხვა ექსპერტებისგან განსხვავებით, მაურისიო პოჩეტინოს კრიტიკის ქარიშხალი დაატეხა:
„ბოლო რვა მატჩში პსჟ მთელი 90 წუთის განმავლობაში ერთხელაც არ ვარგოდა. ხან მხოლოდ კარგი ტაიმი გამოსდიოდა და ხანაც 20-30 წუთი. არ შევეხები „სიტისთან“ მატჩს, მაგრამ „ბრიუგესთან“, „ლიონთან“, „რენთან“, „ანჟერთან, „ლაიფციგთან“, „მარსელთან“ ყველა დონეზე რაღაც გვაკლდა. როცა პოჩეტინო გუნდში დანიშნეს, კითხვის ნიშნები არ მქონია, ახლა კი ძალიან ბევრია. ვერ ვხვდები, რა ფეხბურთის თამაში სურს პოჩეტინოს. ის ამბობს, რომ გუნდი პროგრესირებს. ასე არ არის. მისტერ პოჩეტინო მხოლოდ რეგრესია“, – თქვა ჟერომ როტენმა.