შეიძლება იყოს 2 ადამიანი, ადამიანები თამაშობენ ფეხცურთს და ბალახი-(ი)ს გამოსახულებაროცა სამტრედიაში თამაში დამთავრდა და გასავარდნად განწირულმა „სამტრედიამ“ ლიდერი „ბათუმი“ დაამარცხა, რაღაც დეჟავიუს მაგვარი განცდა დამეუფლა. აბა, შარშანდელი სეზონის ფინიში გავიხსენოთ: ბათუმელები კარგა ხანს ლიდერობდნენ, მაგრამ დამთავრებამდე ოთხი ტურით ადრე, 26 მაისს, „ლოკომოტივთან“ წააგეს (1:2), „დინამომ“ ამავე ანგარიშით „ტორპედო“ დაამარცხა, ზღვისპირელებს ორი ქულით გაუსწრო. მერე უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვია და ჩემპიონიც გახდა…

სამტრედიაში მომხდარ ამბავს კი თამამად შეგვიძლია სენსაციური ვუწოდოთ. მით უმეტეს, რომ თამაშის წინა დღეებში გუნდი მთავარმა მწვთნელმა გია ცეცაძემ დატოვა და ამჯერად მასპინძლები მინდორზე ადგილობრივმა სპეციალისტმა, ლერი მეგენეიშვილმა გაიყვანა.

ყველაფერს ისიც დაემატა, რომ პირველი ტაიმის ბოლოს, მსაჯმა გიორგი ახალაძეს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მინდვრიდან დაითხოვა. მასპინძლები უმცირესობაში დარჩნენ.

ბათუმელებმა ერთ ხანს იძალეს და თერთმეტმეტრიანიც გაახერხეს. რომელიც გიორგი ფანცულაიამ ვერ გაიტანა, მეკარე ქურდაძემ აუღო.

ასეთ შემთხვევაში იტყვიან ხოლმე, რომ გაეტანა, სულ სხვა თამაში წავიდოდაო, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა და ბოლო წუთზე ანატოლი მესიაჩენკოს გატანილი გოლოთ მასპინძლებმა გაიმარჯვეს.

ამრიგად, ბათუმელთა 15-მატჩიანი წაუგებელი სერია დასრულდა. მანამდე გია გეგუჩაძის გუნდს, ბოლოს 23 მაისს „ლოკომოტივთან“ წაეგო (1:2).

„დინამომ“ „საბურთალოს“ მოუგო და ახლა თბილისელები ბათუმელებს მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩებიან. ამასთან, „შუქურა“ შინ „ლოკომოტივთან დამარცხდა და ვითარება ცხრილის ბოლოშიც დაიძაბა. „სამტრედიას“ კი გადარჩენის შანსი გაუჩნდა.

„საბურთალო“ – „დინამოს“ შეხვედრას რუმინელ მსაჯთა ბრიგადა ემსახურებოდა. სხავთა შორის, მთავარი არბიტრი, მარსელ ბირსანი, გასულ კვირას ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის „ბენფიკა“ – „ბაიერნის“ მატჩში (4:0), მეოთხე მსაჯის მოვალეობას ასრულებდა.

ამასობაში, „დილამ“ შინ „სამგურალი“ დაამარცხა და მესამე ადგილზე დაბრუნდა. გორელებმა მიჯრით მესამედ მოიგეს, წყალტუბოელებმა კი ზედიზედ ამდენივეჯერ წააგეს.

„ტორპედომ“ „თელავს“ ოთხმატჩიანი წაუგებელი სერია შეუწყვიტა. დუბლი მიითვალა ქუთაისელთა ჭაბუკმა ახალწვეულმა, თორნიკე ახვლედიანმა. ეს თორნიკეს მესამე გოლი გახლდათ ბოლო ორ მატჩში.

საბურთალო 0:1 დინამო

0:1 ქავთარძე (30)

შუქურა 0:1 ლოკომოტივი

0:1 უბილავა (35)

სამტრედია 1:0 ბათუმი

1:0 მესიაჩენკო (90)

გაძევება: ახალაძე (45) – სამტრედია

დილა 2:0 სამგურალი

1:0 კამარა (62), 2:0 ბიძინაშვილი (88)

თელავი 1:3 ტორპედო

0:1, 0:2 ახვლედიანი (1, 10), 1:2 ჩუკვურა (27), 1:3 რეკიში (43)

გუნდითამაშიმოგებაფრეწაგებაბურთებიქულა
ბათუმი362112373:2775
დინამო36217859:2870
დილა361710948:3561
საბურთალო361512952:4057
ლოკომოტივი361581357:5953
თელავი361281635:5344
სამგურალი369141334:4641
ტორპედო369131438:4440
შუქურა365121928:4927
სამტრედია36562533:7621

 მეგოლეები: ზორან მარუშიჩი (დინამო), გიორგი ფანცულაია (ბათუმი) – 13, ჯაბა ჯიღაური (ბათუმი) – 12, სერგო კუხიანიძე (სამგურალი) – 11, ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი) – 10