გაირკვა, ვინ იქნება „ბლაუგრანას“ მთავარი სამიზნე ზამთრის სატრანსფერო პერიოდში. ესპანელებს სურთ იჯარით აიყვანონ „სიტის“ და ინგლისის ნაკრების მარცხენა ნახევარმცველი რახიმ სტერლინგი.
26 წლის ფეხბურთელს მწვავე კონკურენციის გამო ძირითადში ადგილი სულაც არ აქვს გარანტირებული და არ არის წინააღმდეგი, ძალები პრემიერლიგის მიღმაც მოსინჯოს.
სტერლინგმა, რომელიც „სიტიში“ 2015 წლის ზაფხულში „ლივერპულიდან“ 63,7 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა, მიმდინარე სეზონის 12 შეხვედრაში ერთი გოლით და ორი საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი.
მისი კონტრაქტი „სიტისთან“ 2023 წლამდეა გათვლილი, გამოსყიდვა კი დაახლოებით 90 მილიონი ევრო დაჯდება.