See the source imageფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ საკუთარი მოსაზრება გამოთქვა მსოფლიოს ჩემპიონატების ორ წელიწადში ერთხელ გამართვასთან დაკავშირებით.

„ეს არაა იოლად გადასაწყვეტი საკითხი. გვაქვს შიდა კონსულტაციები, ზოგი ემხრობა ამ ვარიანტს, ზოგი – არა. პირადად მე მომხრე ვარ. როცა მსოფლიოს ჩემპიონატების 4 წელიწადში ერთხელ გამართვა გადაწყდა, ტურნირში სულ 40 გუნდი მონაწილეობდა, ახლა კი შესარჩევ ეტაპზე 211 ქვეყანა თამაშობს. ჩვენ გვინდა, მსოფლიოს მივცეთ მეტი იმედი და სანახაობა. არის საუბრები, რომ მომავალი მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალური ეტაპი ერთბაშად 5 ქვეყანაში ჩატარდეს. თუ ასე მოხდა, 20 წლის განმავლობაში უდიდესი საფეხბურთო ზეიმის მასპინძლობის პატივი ერთბაშად 100 ქვეყანას ექნება”, – ასეთი გახლავთ ჯანი ინფანტინოს პოზიცია.

თუმცა ის კი აღარ უხსენებია, რომ ეს მეტისმეტად გდატვირთავს გრაფიკს და ფეხბურთელების ხშირი ტრავმიანობა დაღს დაასვამს ტურნირების ხარისხს.