ამაღამ მსოფლიოს ყველაზე ძლიერ საკალათბურთო ლიგაში რეგულარული სეზონი დაიწყება. „გოლდენ სტეიტის“ პირველი მეტოქე ვარსკვლავთკრებული „ლეიკერსი“ იქნება.

ჟურნალისტებმა „გოლდენ სტეიტის“ მთავარ მწვრთნელ სტივ კერის მეტოქის არადამაჯერებელი წინასასეზონო სერიის შესახებ ჰკითხეს – 6 შეხვედრაში 6 მარცხი ნამდვილად მეტისმეტია.

„მგონია, რომ „ლეიკერსმა“ უბრალოდ თავი მოიმკვდარუნა. ეს უაღრესად გამოცდილი გუნდია და კარგად ესმით, რომ წინასასეზონო მატჩები ბევრს არაფერს ნიშნავს. დარწმუნებული ვარ, ჩვენთან შეხვედრაში ისინი სრულად მობილიზებულნი გამოვლენ“, – განაცხადა სტივ კერმა.

წილი
წინა სტატიაფიფას მათემატიკა
შემდეგი სტატიამესი vs ლაიფციგი
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".