ATP Masters Indian Wells: Basilashvili against Norrie for greatest career  title · tennisnet.comნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან-უელსის მასტერსის ფინალში კამერონ ნორისთან 6:3 4:6 1:6 დაამარცხა.

ბასილაშვილი თავიდდან აგრესიული დარტყმებით „ბომბავდა“ მეტოქეს, რისი წყალობითაც 1:3-დან ზედიზედ 5 გეიმი მოიგო და მასთან ერთად პირველი სეტიც – 6:3.

Basilashvili does not allow Tsitsipas to make a new turnaround in Indian  Wells – TennisKafe – Darik.News/enმეორე პარტიის სტარტზეც ნიკა 2:1 დაწინაურდა და თითქოს მატჩიც საბოლოო გამარჯვებამდე უნდა მიეყვანა, თუმცა ბრიტანელი ჩოგბურთელი არ გატყდა – მომდევნო გეიმში ნორიმ უკუბრეიკი შეასრულა და შეხვედრაში ინტრიგა დიდი დოზით დააბრუნა.

4:4 -ზე ბასილაშვილმა ზედიზედ ორი გეიმი დათმო და სეტებს შორის წონასწორობაც აღადგინა 1:1.

გადამწყვეტ სეტში ბრძოლა ფაქტიურად აღარ ყოფილა – ბასილაშვილი ცდილობდა მეტოქისთვის წინააღმდეგობა გაეწია, თუმცა თითქმის ყველა ქულა კამერონმა მოიგო.

ინდიან-უელსის მასტერსზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა 600 ქულა და 640 000 ამერიკული დოლარი გამოიმუშავა, რეიტინგში 9 პოზიციით აინაცვლა და ამჟამად მსოფლიოს 27-ე ჩოგანია.