შეიძლება იყოს 1 ადამიანი და შენობაში-(ი)ს გამოსახულებაპარიზის გრანდ სლემზე საქართველოს ძიუდოისტთა დელეგაციის ყველა წევრმა მედალი აიღო. ერთი ვერცხლი და სამი ბრინჯაო – ასეთია ჩვენი ნაკრების შედეგი.

პირველ დღეს ეთერ ლიპარტელიანმა პარიზის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ჩვენებურს მესამე ადგილისთვის შეხვედრაში სლოვენიელი მეტოქე კაია კაიზერი არ გამოუცხადდა.

შეიძლება იყოს 1 ადამიანი, შენობაში და ტექსტი-(ი)ს გამოსახულებამანამდე ლიპარტელიანმა (57კგ) მავრიტანელი კრისტიან ლეგენტილი დაამარცხა, რის შემდეგაც ბრძოლა ფრანგ ფაიზა მოდკართან დათმო და რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც ასევე ფრანგ ფრისკილა გნეტოს აჯობა.

ტატო გრიგალაშვილი (81) ფინალში იაპონელ ტაკეში სასაკისთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

ფინალამდე გრიგალაშვილმა სამი შეხვედრა მოიგო: ჯერ მონღოლ მურენტსენ ბატულგას ვაზარით აჯობა, მეოთხედფინალში ფრანგი ტიზიე გნამიენი იპონით დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში იაპონელ სოტარო ფუჯივარას ვაზარით სძლია.

ლუკა მაისურაძემ (90კგ) ბრინჯაოს მედლისთვის ფრანგ ალექსის მატეუს დაეჭიდა და მალევე შებოჭა. მანამდე ლუკამ რუს დავიდ ოგანისიანს ვაზარით მოუგო, მეოთხედფინალში კი იაპონელ კენტა ნაგასავასთან იპონით წააგო, მაგრამ რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც ავსტრიის სახელით მოასპარეზე ვახიდ ბორჩაშვილს ვაზარით აჯობა.

ონისე სანებლიძემ (100კგ) ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ხორვატი ზლატკო კუმრიჩი ორჯერ დააგდო ვაზარიზე და ვადამდელი გამარჯვება გაიფორმა.

მანამდე სანებლიძემ „ფრანგი“ ხამზატ საპარბაევი იპონით დაამარცხა, მაგრამ მეოთხედფინალში რუმინელ ესლი გონსალესთან მარცხის შემდეგ რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც ფრანგ კლემენ დელვერს დამატებით დროში ვაზარით მოუგო, ბრინჯაოს შანსი მიიღო და გამოიყენა.