შაბათს, 17:00-ზე ქართული რაგბის ისტორიაში ახალი ეპოქა დაიწყება. „ავჭალაზე“ პირველი ქართული სარაგბო ფრენჩაიზი „შავი ლომი“ თავის პირველ ოფიციალურ მატჩს გამართავს. ჩვენი გუნდის პირველი მეტოქე ისრაელში საგანგებოდ „რაგბი ევროპის“ სუპერთასისთვის ანალოგიურად შექმნილი ფრენჩაიზი „თელ ავივ ჰითი“ იქნება.
ხსენებულ გუნდს ძირითადად სამხრეთაფრიკელი, ინგლისელი და კუნძულელი მოთამაშეები შეადგენენ, თან მათ შორის არაერთია ისეთი, ვისაც მსოფლიოს ტოპ-ლიგებში თამაშის გამოცდილება უმაგრებს ზურგს.
თუმცა ,„შავი ლომის“ ბირთვიც მაღალი კვალიფიკაციის მორაგბეებისგან შედგება – სამატჩო განაცხადში მოხვედრილი 23 კაციდან 13 ბირჯღალოსანია და მათ შორის ეროვნული ნაკრების კაპიტანი მერაბ შარიქაძეცაა.
მოკლედ, ნაკრების საბაზო გუნდად ჩაფიქრებულ „შავ ლომს“ შაბათს დებიუტი ელის და ეს იქნება ახალი ფურცელი ქართული რაგბის ისტორიაში. წარმატებები „შავ ლომს“
„შავი ლომის“ შემადგენლობა „თელ ავივ ჰითთან“ მატჩისთვის:
1. გოგა ქადარია, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. მიხეილ წიკლაური, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. დავით გიგაური, 6. ნიკო აფციაური, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ლუკა ივანიშვილი, 9. გიორგი ბეგაძე, 10. გიორგი ბაბუნაშვილი, 11. სანდრო თოდუა, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.),13. დემურ თაფლაძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 15. სოსო მათიაშვილი.
მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე, 17. მიხეილ ორაგველიძე, 18. გიორგი პერტაია, 19. მიხეილ ბაბუნაშვილი, 20. თორნიკე აქუბარდია, 21. თენგიზ პერანიძე, 22. ლაშა ხმალაძე, 23. მირიან მოდებაძე.
მწვრთნელი: ლევან მაისაშვილი