nullნიკოლოზ ბასილაშვილი ინიან უელსის მასტერსის მეოთხედფინალშია. წუხელ მან რუსი კარენ ხაჩანოვი ორ სეტში 6:4 7:6 დაამარცხა.

ჩვენიანს იდეალური სტარტი გამოუვიდა – პირველივე გეიმში დააბრეიკა მეტოქე და მალევე 2:0 დაწინაურდა. ხაჩანოვი დროულად გამოფხიზლდა, სწრაფად შეასრულა უკუბრეიკი და წონასწორობაც უპრობლემოდ აღადგინა 2:2. სეტის მეორე ნახევარში ბასილაშვილმა უპირატესობა დაიბრუნა – მე-6 და მე-7 გეიმები მშრალი ანგარიშით მოიგო. შემდეგ უპრობლემოდ შეინარჩუნა უპირატესობა და პირველი პარტია ასე მოიგო.

მეორე სეტის 5:4-ზე ქართველი ჩოგბურთელი მატჩზე აწვდიდა, თუმცა მეტოქეს ცოტა გაუმართლა და ანგარიში გაათანაბრა 5:5.

ტაიბრეიკზე კი ბასილაშვილის უპირატესობა ამჯერადაც აშკარა იყო – 6:2 დაწინაურდა…  ხაჩანაოვი ესე მარტივად არაფრის დათმობას არ აპირებდა – ზედიზედ 4 მატჩპოინტი მოიგერია და წონასწორობა აღადგინა. თუმცა ნიკამ ბოლო ძალებით შეუტია, მომდევნო 2 ქულა მოიგო და მასთან ერთად მატჩიც 6:4 7:6 (8:6).

ბასილაშვილის მომდევნო მეტოქე მსოფლიო რეიტინგის მესამე ჩოგანი სტეფანოს ციციპასი იქნება. ბასილაშვილი ციციპასს კარიერაში მესამედ შეხვდება. წინა ორი დაპირისპირება ბერძენმა მოიგო.