„ბარსელონამ“ თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ჭაბუკ საოცრებასთან, პედრისთან კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ დაწერა. პედრი „კამპ ნოუზე“ 2026 წლამდე დარჩება. მის პოტენციურ მყიდველს კი 1 მილიარდი ევროს გაღება მოუწევს.
გასულ სეზონში პედრიმ ჯამში 73 მატჩი ჩაატარა და ახალი რეკორდი დაამყრა. აქამდე ამდენი ერთ სეზონში არასდროს არავის უთამაშია.
18 წლის პედრიმ ჯერ ევრო 2020-ზე გამოიჩინა თავი, ტურნირის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა. შემდეგ კი ძალა ტოკიოს ოლიმპიადაზეც მოსინჯა და ვერცხლის მედალი ირგუნა.