See the source imageარახალია, რომ „ბარსელონა“ სერიოზულადაა დაინტერესებული „დორტმუნდის“ ნორვეგიელი შემტევი ერლინგ ჰოლანდით.

გასულ ზაფხულს ესპანელთა პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა ფეხბურთელის მამას და აგენტსაც კი შეხვდა. საქმეს ის ართულებს, რომ „ბარსელონას“ სერიოზული ფინანსური კრიზისი აქვს და ასეთ ტრანსფერს ვერ გასწვდება.

ჟოან ლაპორტას მშველელად რამდენიმე საინვესტიციო ფონდი მოევლინა, რომლებიც მზად არიან, კლუბს ჰოლანდის გადაბირებაში დაეხმარონ. „ბარსას“ ნორვეგიელისთვის ბრძოლაში კონკურენტებად „რეალი“ და პსჟ ჰყავს.

ამის მიუხედავად, არის ნიუანსი, რომელიც ბარსელონელთა წისქვილზე ასხამს წყალს: მათ შეუძლიათ, ჰოლანდს გუნდის საკვანძო ფეხბურთელის როლი შესთავაზონ, მადრიდსა და პარიზში კი მას იგივეს ნამდვილად ვერავინ შეპირდება.