ტიბო კურტუა: დაგვასვენეთ!

Home აქეთურ-იქითური ტიბო კურტუა: დაგვასვენეთ!
ტიბო კურტუა: დაგვასვენეთ!
Thibaut Courtois: "Madrid is the biggest club in the world because it feels pressure from the fans. It's another dimension in the world of football" - Football Espanaევროპის ერთა ლიგის მესამე ადგილისთვის შეხვედრაში იტალიასთან 1:2 მარცხის შემდეგ ბელგიელთა მეკარე ტიბო კურტუა გუნებაზე აშკარად არ იყო და საკმაოდ გულახდილად ისაუბრა:
„გაისად, ნოემბერში, მსოფლიო ჩემპიონატი გველის. შემდეგ ეროვნული ჩემპიონატებია ივნისამდე, რასაც ერთა ლიგის ოთხი შეხვედრა მოჰყვება. ეს არანორმალური გრაფიკია, რომლის შემდეგაც ორკვირიანი დასვენება ძალიან ცოტაა. ბუნებრივია, ასეთ დროს ტრავმიანობა მოიმატებს. ფიფა და უეფა სწორედ გრაფიკის გადატვირთვის მომიზეზებით ებრძვიან სუპერლიგის იდეას და თავად იგივეს აკეთებენ. ისინი მხოლოდ საკუთარ ჯიბეზე ფიქრობენ.
ახლა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების ორ წელიწადში ერთხელ ჩატარებაზე ალაპარაკდნენ. ეს საერთოდ გამოგვფიტავს. ჩვენ ხომ რობოტები არ ვართ. თუმცა, ჩვენზე არავინ ფიქრობს“, – თქვა ბელგიის ნაკრებისა და მადრიდის „რეალის“ მეკარემ.

ავტორის პროფილი

გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".