უტაქტიკო, უსახური, არაფრისმომცემი თამაშით ბერძნებთან საქართველო შინ 0:2 დამარცხდა. მოიგო გუნდმა, რომელიც უფრო იმსახურებდა.

ვიდრე თამაშზე გეტყოდეთ, მანამდე იმასაც გეტყვით, რომ ძლივს მატჩზე გულშემატკივარი, არც ამჯერადაც არ დაუშვეს, არადა თავიდან 33 პროცენტის დასწრება იყო ნებადართული. მიზეზი გასაგებია, ვიზიარებთ ბათუმში დატრიალებულ ტრაგედიას, მაგრამ გულშემატკივრები, რომელიც ბათუმში სხვა და სხვა ქალაქებიდან ჩავიდნენ, ცხადია, ადგილობრივებიც, მაინც სტადიონს მიღმა დარჩნენ.

თუმცა, სანახავიც არაფერი იყო – საქართველოს ნაკრები ისევ უფეხბურთოთ და უბურთოთ იყო მოედანზე. ვილი სანიოლს ეს ყველაფერი მოსწონდა, იმდენადაც კი, რომ მატჩის მიმდინარეობისას ცვლილებები მხოლოდ 60-ე წუთზე გააკეთა.

სამაგიეროდ, სწორი სვლები გააკეთა ბერძენთა მთავარმა მწვრთნელმა, ჯონ ვანტ სხიპმა, რომელმაც სწორი, გამართული ფეხბურთი ათამაშა გუნდს და ლოგიკურადაც მოიგო…