შეიძლება იყოს 3 ადამიანი, ადამიანები სპორტით არიან დაკავებული, მდგომარე ადამიანები და შენობის გარეთ-(ი)ს გამოსახულება
ბათუმელებმა ტორპედოს შინ, თავსხმა წვიმაში აჯობეს და ლიდერობა გაიმყარეს

„ბათუმი“ აუტსაიდერ „ტორპედოს“ მასპინძლობდა და ზედიზედ მე-12 წაუგებელი მატჩი ჩაატარა. თუმცა, გამარჯვება იოლი არ ყოფილა და ამის მიზეზი სტუმართა შემართების გარდა  ძლიერი წვიმაც გახლდათ. ერთი ხანი ისე კოკისპირულად დაუშვა, ფეხბურთელები ერთმანეთს ძლივს ხედავდნენ, მოედანიც გვარიანად დამძიმებული იყო.

მე-13 გოლი გაიტანა გიორგი ფანცულაიამ და ბომბარდირთა დავაში დინამოელ ზორან მარუშიჩს ისევ გაუთანაბრდა.

„დინამომ“ „სამგურალს“ ისევ ვერ მოუგო. ფაქტია, დებიუტანტი წყალტუბოელები ჩემპიონისთვის უხერხულ მეტოქედ გადაიქცნენ. მიმდინარე სეზონში ოთხი მატჩიდან ორი იმერლებმა მოიგეს, ორიც ფრედ დამთავრდა. ამჯერად – 2:2.

ამისდაკვალად, „ბათუმმა“ უკვე 7 ქულით გაუსწრო „დინამოს“ და გია გეგუჩაძის გუნდი ტურიდან ტურამდე ჩემპიონობაზე სულ უფრო ხმამაღალ განაცხადს აკეთებს.

მიმდინარე ჩემპიონატში დინამომ სამგურალს თამაში ვერ მოუგო

„შუქურამ“ მოულოდნელად დიდი ანგარიშით დაამარცხა „დილა“ და უმნიშვნელოვანესი ქულები მოიპოვა. „თელავმა“ კი სულაც ექვსქულიანი მატჩი მოუგო თითქმის განწირულ „სამტრედიას.“

საგურამოში „ლოკომოტივი“ 3:0 ამარცხებდა „საბურთალოს.“ სტუმრები ბოლოსკენ გამოფხიზლდნენ და ორი საპასუხო ბურთი გაიტანეს, მეტისთვის კი დრო აღარ ეყოთ. საინტერესოა, რომ სამთვიანი პაუზის შემდეგ გაიტანა საბურთალოელთა მოლდოველმა შემტევმა, დმიტრი მანდრიჩენკომ. შეგახსენებთ, რომ პირველ წრეში ერთი ხანი ბომბარდირთა დავასაც ლიდერობდა და სეზონის პირველი ჰეთ-თრიქიც მან შეასრულა „სამტრდიასთან“ სტუმრად 15 აპრილს.

სამტრედია 0:2 თელავი

0:1 შერგელაშვილი (16), 0:2 თოლორდავა (34)

 სამგურალი 2:2 დინამო

1:0 კუხიანიძე (2 პენ), 1:1 სხირტლაძე (12), 1:2 ბარნსი (29), 2:2 კალანდარიშვილი (73)

შუქურა 4:0 დილა  (ფოთში)

1:0 სარდალიშვილი (9), 2:0 მუსელიანი (10), 3:0 კომახიძე (51), 4:0 ინგოროყვა (80)

გაძევება: სანტოსი (60) – დილა

ლოკომოტივი 3:2 საბურთალო

1:0 სიხარულიძე (45+4 პენ), 2:0 შონია (56), 3:0 გავაშელიშვილი (64), 3:1 მანდრიჩენკო (87), 3:2 მალი (90+2)

 ბათუმი 3:1 ტორპედო

1:0 ფანცულაია (10), 1:1 მირცხულავა (45), 2:1 მანჯგალაძე (61), 3:1 ზარია (90+1)

გუნდითამაშიმოგებაფრეწაგებაბურთებიქულა
ბათუმი362112373:2775
დინამო36217859:2870
დილა361710948:3561
საბურთალო361512952:4057
ლოკომოტივი361581357:5953
თელავი361281635:5344
სამგურალი369141334:4641
ტორპედო369131438:4440
შუქურა365121928:4927
სამტრედია36562533:7621

მეგოლეები: ზორან მარუშიჩი (დინამო), გიორგი ფანცულაია (ბათუმი) – 13, ჯაბა ჯიღაური (ბათუმი) – 11, ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი),  სერგო კუხიანიძე (სამგურალი) -10