დღე: ოქტომბერი 4, 2021

Home 2021 ოქტომბერი 04 (ორშაბათი)
აცრიან ჯოკოვიდს?
ჩანაწერი

აცრიან ჯოკოვიდს?

საქმე ის არის, რომ 34 წლის სერბი სპორტსმენი კოვიდ-საწინააღმდეგო აცრას სკეპტიკურად უყურებს, ხოლო ავსტრალიის ღია პირველობაზე აუცრელ სპორტსმენებს არ დაუშვებენ. ამის შესახებ შტატ ვიქტორიას პრემიერმა დენ ენდრიუსმა პირდაპირი მინიშნება გააკეთა. „ტიტულები არავის იცავს. ერთადერთი ტიტული, რომელსაც დაცვა შეუძლია, ვააქცინის პირველი და მეორე დოზაა“, – განაცხადა ენდრიუსმა. შეგახსენებთ იმასაც, რომ ჯოკოვიჩს საკუთარი ორგანიზებით ჩატარებულ ტურნირზე, მაშინ,...

გვარდიოლა პანდორას დოსიეშია
ჩანაწერი

გვარდიოლა პანდორას დოსიეშია

გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმმა გამოაქვეყნა ე.წ. „პანდორას დოსიე“. მასში ფიგურირებენ პოლიტიკოსები და სხვადასხვა სფეროს ვარსკვლავები, რომლებმაც ფარულ ანგარიშებზე გადარიცხვით დამალეს რეალური შემოსავალი. „პანდორას დოსიეში“ მოხვდა „მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა. მან, თურმე, ანდორას ბანკის მომსახურებით ისარგებლა და ესპანურ საგადასახადო სისტემას ნახევარი მილიონი ევრო დაუმალა. ეს იმ ფულის ნაწილია, რომელიც გვარდიოლამ ყატარულ „ალ-აჰლიში“ 2003-2005 წლებში...

მაშინ კალაძე ჩემპიონი გახდა
ჩანაწერი

მაშინ კალაძე ჩემპიონი გახდა

იტალიური სერია A- ს მეშვიდე ტურში „მილანმა“ 3:2 მოუგო ბერგამოს „ატალანტას“ და უკვე 19 ქულას მოუყარა თავი. ასეთი სტარტი „როსონერის“ 2003-2004 წლების სეზონის შემდეგ არ ჰქონია. მოგეხსენებათ, მაშინ „მილანი“, რომლის ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელი კახა კალაძეც იყო, დაფრინავდა და ჩემპიონობა არავის დაუთმო. შეძლებს თუ არა დღევანდელი ფორმაციის „მილანი“ ჩემპიონობას, ძნელი სათქმელია. მით უმეტეს, რომ ბრწყინვალე სტარტის...

რიგითი ტური ტოპ 14-ში
ჩანაწერი

რიგითი ტური ტოპ 14-ში

ტოპ 14-ის მე-5 ტურში 15-მა ქართველმა მორაგბემ მიიღო მონაწილეობა, არადა განაცხადებში ერთით მეტი ჩვენებური იყო. საქმე ისაა, რომ „ლიონის“ დამრიგებელმა პიერ მინიონიმ ვერ გარისკა ნორჩი დავით ნინიაშვილის ჩართვა „ბორდოსთან“ ურთულეს საშინაო მატჩში, რომელიც მაპინძელმა ლიონელებმა საბოლოოდ მაინც დათმეს (15:20) და ბონუს-ქულასღა დასჯერდნენ. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში ლექსო ყაულაშვილი იყო, რომელმაც 58 წუთი ითამაშა. „ბრივმა“ აუტსაიდერ „სტად...

დედამთილი წინააღმდეგია
ჩანაწერი

დედამთილი წინააღმდეგია

კრიშტიანუ რონალდუ 36 წლისაც მოიყარა, მილიარდიც იშოვა, მაგრამ დედის ნებართვის გარეშე ცოლი ვერ მოჰყავს. ფეხბურთელის დედა დოლორეს ავეირუ დარწმუნებულია, რომ სარძლოს მხოლოდ მისი შვილის ფულები აინტერესებს. არადა ხეორხინა როდრიგესი კრიშთან უკვე 5 წელია ცხოვრობს, 2017 წელს შვილიც გაუჩინა და შარშან ნიშნობაც ჰქონდათ. ამ ყველაფრის მიუხედავად დედამ შვილს ქორწინების დარეგისტრირების უფლება ჯერაც არ მისცა. +კი იყო...

ბათუმი წვიმაში: + 7
ჩანაწერი

ბათუმი წვიმაში: + 7

„ბათუმი“ აუტსაიდერ „ტორპედოს“ მასპინძლობდა და ზედიზედ მე-12 წაუგებელი მატჩი ჩაატარა. თუმცა, გამარჯვება იოლი არ ყოფილა და ამის მიზეზი სტუმართა შემართების გარდა  ძლიერი წვიმაც გახლდათ. ერთი ხანი ისე კოკისპირულად დაუშვა, ფეხბურთელები ერთმანეთს ძლივს ხედავდნენ, მოედანიც გვარიანად დამძიმებული იყო. მე-13 გოლი გაიტანა გიორგი ფანცულაიამ და ბომბარდირთა დავაში დინამოელ ზორან მარუშიჩს ისევ გაუთანაბრდა. „დინამომ“ „სამგურალს“ ისევ ვერ მოუგო....

აფურთხეს, აგინეს, ბოლოს გოლფზე ელაპარაკნენ
ჩანაწერი

აფურთხეს, აგინეს, ბოლოს გოლფზე ელაპარაკნენ

პეპ გვარდიოლა „ლივერპულისა“ და „მანჩესტერ სიტის“ შეხვედრის მსაჯზე პოლ ტიერნიზე გაბრაზებული იყო, შემდეგ კი „სიტიმ“ მავანი ლივერპულელი ფანის საქციელის გამო საჩივარი შეიტანა. „ქალაქელები“ ამტკიცებენ, რომ მეორე ტაიმში გვარდიოლას სამწვრთნელო ჯგუფის ერთ-ერთ წევრს ტრიბუნიდან აფურთხებდნენ. ეს მას მერე მომხდარა, რაც 69-ე წუთზე ფილ ფოდენმა ანგარიში გაათანაბრა. „სიტი“ აცხადებს, რომ ამ ინციდენტის ვიდეოს წარმოადგენს. ანგარიშის გათანაბრება ვახსენეთ...

მადლობა უთხრეს და გაუშვეს
ჩანაწერი

მადლობა უთხრეს და გაუშვეს

თბილისის „დინამოს“ ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი ჩისკო მუნიოსი „უოტფორდის“ თავკაცობიდან გაუშვეს. ინგლისური კლუბის პატრონებმა თავიანთი გუნდის „ელანდ როუდზე“, „ლიდსთან“ 0:1 მარცხი ვეღარ აიტანეს. არადა, 41 წლის ესპანელი ის კაცია, ვინც „უოტფორდი“ გასულ სეზონში პრემიერლიგაში დააბრუნა. ჩისკოს ბრალად პრემიერლიგის შვიდი შეხვედრიდან მხოლოდ ორის მოგება წაუყენეს. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ზოგადად „უოტფორდის“ შეფებს მწვრთნელების ხშირი ცვლა სჩვევია....

ჟოზემ თვით ალეგრის გადაასწრო
ჩანაწერი

ჟოზემ თვით ალეგრის გადაასწრო

გუშინ, სერია A-ში, „რომამ“ „ემპოლის“ უმასპინძლა და 2:0 მოუგო. როგორც გაირკვა, ეს იყო რომაელთა პორტუგალიელი მწვრთნელის ჟოზე მოურინიუს ზედიზედ 42-ე გამარჯვება შინ, იტალიის ჩემპიონატში. ამ მაჩვენებლით მან თვით მასიმილიანო ალეგრის გადაასწრო, რეკორდი მოუხსნა. „ჩემი მენტალიტეტი არ შეცვლილა, — თქვა მოურინიუმ მატჩისშემდგომ ინტერვიუში, — მე რეკორდებზე კი არა, ყოველთვის შემდეგ თამაშზე ვფიქრობ. მაგრამ, მაინც მინდა დიდი...

რეალმაც წააგო
ჩანაწერი

რეალმაც წააგო

ესპანეთში გრანდები ძველებურად ვეღარ გრანდობენ: „რეალმა“ „ესპანიოლთან“ სტუმრად წააგო 1:2. ბარსელონელთაგან რაულ დე ტომასმა და ალეიშ ვიდალმა გაიტანეს. ვიზიტორთა საპასუხო გოლი ქარიმ ბენზემამ შეაგდო, თუმცა კარლო ანჩელოტის შეგირდებმა გათანაბრება ვეღარ შეძლეს. ოფსაიდიდან გატანილი ორი თუნდაც ლამაზი გოლი ცხადია არ ჩაითვალა. ეს გახლდათ ბოლო დღეებში „რეალის“ მეორე მარცხი. პირველი, „თეთრებმა“, ჩემპიონთა ლიგაში ტირასპოლის „შერიფთან“ წააგეს. „ესპანიოლი“...