ოსლოს მსოფლიო ჩემპიონატზე გენო პეტრიაშვილი (125კგ) ვერცხლის მედალს დასჯერდა.
ოქროს მედლისთვის ბრძოლაში პეტრიაშვილი ირანელ ამირ ჰოსეინ აბას ზარესთან თავიდან 2:0 დაწინაურდა, მაგრამ შემდეგ მეტოქეს ზედიზედ შვიდი ქულა დაუთმო და დამარცხდა.
არადა, მანამდე ჩვენებურმა გზა ერთი ამოსუნთქვით გაირა – მოუგო მონღოლ ლხაგვაგერელ მუნკტურს (11:1), ავსტრიელ იოჰანეს ლუდეშერს (5:0) და ყაზახ ოლეგ ბოლტინს (10:0).
ახლოს იყო მედალთან ავთანდილ კენჭაძეც. თავდაპირველად გერმანელი ოსმან კუბილაი ჩაკიჩი 11:0 დაამარცხა, იაპონელ მასაკი სატოს 13:2 სძლია, ხოლო ირანელთა მსოფლიოს ბრინჯაოს მედალოსან იონეს ალიაკბარ ემამიჩოჰგაეს – 10:1. ნახევარფინალში ჩვენებური სლოვაკეთის სახელით მოასპარეზე თეიმურაზ სალკაზანოვთან 0:5 დამარცხდა, ხოლო ბრინჯაოსთვის ბრძოლაში რუს ტიმურ ბიჟოევთან.