See the source imageფეხბურთის მეფემ სიმსივნის ამოკვეთის ოპერაციის შემდეგ კლინიკა დატოვა და სოციალური ქსელებით განცხადებაც გაავრცელა:

„ბედნიერი ვარ, რომ სახლში ვბრუნდები. მინდა მადლობა გადავუხადო ალბერტ აინშტაინის სახელობის კლინიკას გამოჩენილი პროფესიონალიზმისა და გულისხმიერებისთვის“.

პელემ სოცქსელებითვე მიმართა ლეო მესის:

„გამარჯობა, მესი. მაპატიე, თუ მორიგი რეკორდის მოლოცვა უნებურად დაგიგვიანე. შენ გამორჩეული ნიჭი გაქვს და მჯერა, რომ ჩემს მეგობრებთან – მბაპესა და ნეიმართან ერთად კიდევ უფრო ბევრს მიაღწევ“.

საქმე ეხება რეკორდს, რომელიც ლეომ თვის დასაწყისში დაამყარა. ბოლივიის ნაკრებს მან სამი გოლი გაუტანა და სანაკრებო გოლების თამასა 79-მდე ასწია. სამხრეთამერიკელთაგან ამდენი ნაკრების მაისურით არავის გაუტანია. მანამდე რეკორდი (76) პელეს ეკუთვნოდა.

წილი
წინა სტატიალონდონელები ლონდონში უნდა იცემონ!
შემდეგი სტატიამიზეზ – მიზეზ 0 : 31
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".