არ იშლის ეს კაცი განსაკუთრებულობას და რა გინდა ქნა?! კრიშტიანუ რონალდუ „მანჩესტერის“ მთავარ მწვრთნელ ოლე-გუნარ სულშერს შეხვდა და თანაგუნდელების მიმართ პრეტენზიები გამოთქვა – ბურთი ჩემამდე უფრო სწრაფად რომ მოჰქონდეთ, მეტ გოლს გავიტანდიო.
რეაქცია ასეთია: სულშერმა ნახევარდაცვის ხაზს დაავალა, შეტევას უსწრაფესად მიაწოდონ ბურთი, რათა რონი მაქსიმალურად მომარაგდეს და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი გაიზარდოს.
შესაბამის სქემებს „მანჩესტერის“ სამწვრთნელო შტაბი ვარჯიშებზე ამუშავებს. ზოგი ექსპერტის ქილიკს, რომ რონალდუმ სისწრაფე დაკარგა, პასუხი რიო ფერდინანდმა გასცა – რონი იმდენად გამოცდილია, რომ ამის კომპენსირებას გადაწყვეტილების მიღების სისწრაფით ახდენსო.
ახდენს და მერე როგორ?! უკვე „მანჩესტერის“ სათამაშო სტილზე და ირიბად შემადგენლობაზეც…