Фото: Ники Рига / ФИДЕესპანეთის ქალაქ სიტჟესში მიმდინარე მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს 2021 წლის გუნდური ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები ნახევარფინალში გავიდა.

სერიის პირველი მატჩი ჩვენმა ნაკრებმა 3.5:1.5 მოიგო: ნანა ძაგნიძემ და მერი არაბიძემ თეთრებით გუნაი მამაზადა და ულვია ფატალიევა დაამარცხეს, ხოლო ლელა ჯავახიშვილმა შავებით ტურკან მამადიაროვას მოუგო. ასევე შავებით, ნინო ბაციაშვილი გულნარა მამადოვას დაუზავდა.

სერიის მეორე მატჩი ფრედ, 2:2 დაასრულდა: ნანა ძაგნიძემ და ნინო ბაციაშვილმა შავებით გუნაი მამაზადასთან და გულნა მამადოვასთან ყაიმი გააფორმეს, ლელა ჯავახიშვილმა ისევ მოიგო, ამჯერად თეთრებით და ამჯერად ზეინაბ მამედიაროვასთან, ხოლო მერი არაბიძემ ულვია ფატალიევასთან წააგო.

ნახევარფინალში საქართველოს ნაკრები ინდოეთს შეხვდება.