მესამე წრეც დასრულდა და ელიგაში გადამწყვეტი შეხვედრების დრო დგება. გავიხსენოთ: პირველი წრე „დინამომ“ მოიგო, 4 ქულით აჯობა „ბათუმს.“ მეორე წრეში ორხელისუფლებიანობა ვიხილეთ. მაშინ „ბათუმმა“ და „დინამომ“ თანაბარი ქულები მოაგროვეს. აი, მესამე ცხრატურა კი აშკარად ზღვისპირელების გამოდგა. ახლა ლიდერი „ბათუმი“ ხუთი ქულით უსწრებს უშუალო მდევარ „დინამოს.“
წრის ბოლო ტურში ჩემპიონობის ორივე მაძიებელმა დაკარგა ქულები. თან ერთნაირი ანგარიშით – 2:2 დაასრულეს მატჩები: „დინამომ“ – „ლოკომოტივთან,“ „ბათუმმა“ – „დილასთან.“ დინამოელმა ზორან მარუშიჩმა მე-13 გოლი გაიტანა და კვლავ ერთპიროვნულად ლიდერობს ბომბარდირთა დავას. „დინამომ“ და „ლოკომოტივმა“ ერთმანეთთან მე-60 მატჩი ითამაშეს. „რკინიგზელი“ ირაკლი სიხარულიძის გოლი კი მისთვის მე-100 გამოდგა ეროვნულ ლიგაში.
საერთოდ, მშვიდობიანი ტური გამოდგა. 5 მატჩიდან 4 ფრედ დასრულდა.
1:1 ითამაშეს ფოთში ასევე უშუალო კონკურენტებმა, „შუქურამ“ და „თელავმა.“ ასე ვთქვათ, ექვსქულიანი მატჩი თითოქულიანი გამოდგა. ორთავჯანი იყო. ქობულეთელებმა დასაწყისშივე გახსნეს ანგარიში, მე-5 წუთზე თავი მიშიკო სარდალიშვილმა გამოიჩინა. თელაველები არ გატყდნენ, ბრძოლას აგრძელებდნენ და ამისათვის დასაჩუქრდნენ კიდეც. დამთავრებამდე 15 წუთით ადრე, შეცვლაზე შესულმა ირაკლი რუხაძემ გაათანაბრა.
იმერული დერბი „სამგურალსა“ და „ტორპედოს“ შორის, უგოლოდ დასრულდა.
ერთადერთი გუნდი კი ვინც ამ ტურში 3 ქულით გაიმდიდრა აქტივი, „საბურთალო“ გახლდათ. ხვიჩა შუბითიძის შეგირდებმა აუტსაიდერ „სამტრედიას“ ორი უპასუხო ბურთი გაუტანეს და მესამე ადგილზე უფრო მყარად დადგნენ, თანაც ლიდერებს მიუახლოვდნენ.
სამტრედია 0:2 საბურთალო
0:1 შულაია (9), 0:2 გულიაშვილი (35)
შუქურა 1:1 თელავი (ფოთში)
1:0 სარდალიშვილი (5), 1:1 რუსაძე (76)
სამგურალი 0:0 ტორპედო
ლოკომოტივი 2:2 დინამო
0:1 მარუშიჩი (65), 1:1 სიხარულიძე (69), 2:1 სანდოხაძე (78), 2:2 ბარნსი (80)
დილა 2:2 ბათუმი
1:0 კამარა (24), 1:1 ჯიღაური (34), 1:2 მამუჩაშვილი (73 პენ), 2:2 გაგნიძე (76)
გუნდი | თამაში | მოგება | ფრე | წაგება | ბურთები | ქულა |
---|---|---|---|---|---|---|
ბათუმი | 36 | 21 | 12 | 3 | 73:27 | 75 |
დინამო | 36 | 21 | 7 | 8 | 59:28 | 70 |
დილა | 36 | 17 | 10 | 9 | 48:35 | 61 |
საბურთალო | 36 | 15 | 12 | 9 | 52:40 | 57 |
ლოკომოტივი | 36 | 15 | 8 | 13 | 57:59 | 53 |
თელავი | 36 | 12 | 8 | 16 | 35:53 | 44 |
სამგურალი | 36 | 9 | 14 | 13 | 34:46 | 41 |
ტორპედო | 36 | 9 | 13 | 14 | 38:44 | 40 |
შუქურა | 36 | 5 | 12 | 19 | 28:49 | 27 |
სამტრედია | 36 | 5 | 6 | 25 | 33:76 | 21 |
მეგოლეები: ზორან მარუშიჩი (დინამო) – 13, გიორგი ფანცულაია (ბათუმი) – 12, ჯაბა ჯიღაური (ბათუმი) – 11, ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი), სერგო კუხიანიძე (სამგურალი) – 9