სანჩო მანჩესტერში ისევ ნულია

Home აქეთურ-იქითური სანჩო მანჩესტერში ისევ ნულია
სანჩო მანჩესტერში ისევ ნულია

Solskjaer explains Jadon Sancho's slow start for Manchester United -  Manchester Evening Newsზაფხულში „დორტმუნდან“ „მანჩესტერში” გადაბარგების შემდეგ ჯეიდონ სანჩო ჯერაც ვერაფრით გამოირჩა – მის ანგარიშზე 0 გოლი და 0 საგოლე გადაცემაა.

არადა, სანჩომ მანკუნიანელთა მაისური უკვე 8-ჯერ მოირგო და აქდან 5-ჯერ სასტარტო შემადგენლობაში იყო.

ინფორმაციისთვის: „დორტმუნდის“ შემადგენლობაში ბოლო რვა შეხვედრაში მისი შედეგიანობა 5 გოლი და 5 საგოლე პასი იყო.

აშკარაა, რომ 21 წლის ნახევარმცველმა ჯერ ალღო ვერ აუღო ახალ გუნდს. არადა, აქამდე კარიერაში მისი ყველაზე უნაყოფო სერია 7-მატჩიანი იყო.

ავტორის პროფილი

გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".