მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს 2021 წლის გუნდურ ჩემპიონატზე გაირკვა საქართველოს ნაკრების მეტოქე მეოთხედფინალში – ხუთი ტურის შემდეგ ეს აზერბაიჯანის ნაკრები იქნება.
დავიწყოთ ჩვენენების ჯგუფით: საქართველომ ბოლო ტურში ამერიკის ნაკრები 3:1 დაამარცხა, უკრაინამ 3.5:1.5 მოუგო გერმანიას, ხოლო ყაზახეთმა ამავე ანგარიშით –პოლონეთს.
შედეგად, საქართველო 8 ქულით პირველ ადგილზე გავიდა, 7 ქულით მეორე ადგილზე უკრაინა გავიდა, რომელმაც დამატებითი მაჩვენებლით აჯობა ყაზახეთს, ხოლო ამერიკამ 3 ქულა დააგროვა და ფლეი ოფში მაინც გავიდა.
A ჯგუფში რუსეთმა 3:1 მოუგო სომხეთს, ამავე ანგარიშით ინდოეთმა საფრანგეთი დაამარცხა. აზერბაიჯანმა ისარგებლა კონკურენტების მარცხით, 3.5:0.5 მოუგო ესპანეთს და ფლეი ოფის საგზური მოიპოვა.
შედეგად, მეოთხედფინალში ერთმანეთს შეხვდებიან: საქართველო-აზერბაიჯანი, რუსეთი-ამერიკა, ინდოეთი-ყაზახეთი და უკრაინა-სომხეთი.