ქართველი მკლავჭიდელების ტრიუმფი - 77 მედალი მსოფლიო ჩემპიონატზე - popsport800.000 დოლარი ჯარიმა და დისკვალიფიკაცია – ასეთია მსოფლიო მკლავჭიდის ფედერაციის ვერდიქტი საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციის მიმართ.

საქმე ის არის, რომ საქართველოს მკლავჭიდისა და პარამკლავჭიდის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის უნდა ემასპინძლა, მაგრამ ვალდებულება ვერ შეასრულა.

ჯერჯერობით, უცნობი მხოლოდ ის არის, რა ვადიანი დისკვალიფიკაცია აქვს საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციას.

საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციის მწვრთნელები განცხადებას ავრცელებენ | Primetime„საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციას WAF-ის ნებისმიერ მსხვილ ტურნირებში (ევროპის თუ მსოფლიოს მასშტაბით), ან ორგანიზაციის წევრების მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის უფლება ჩამოერთვა. აღმასრულებელმა კომიტეტმა ეს ძალიან მძიმე გადაწყვეტილება მსოფლიო კონტრაქტის სერიოზული დარღვევის გამო მიიღო. მკლავჭიდსა და პარამკლავჭიდში 2021 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარებაზე უარის თქმა, WAF-ის ხელმძღვანელობისა და მისი წევრების შეცდომაში შეყვანა – ამ ყველაფერმა ორგანიზაციას უდიდესი ფინანსური და საიმიჯო ზარალი მიაყენა. დისკვალიფიკაციის პერიოდში ქართველი სპორტსმენები WAF-ს ჩემპიონატებზე რეგისტრაციასაც ვერ გაივლიან“, – აღნიშნულია WAF-ის ოფიციალურ განცხადებაში.

მკლავჭიდის მსოფლიო ფედერაციამ სასწრაფო წესით ახალი მასპინძლის მოძიება დაიწყო. ტურნირს 24 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე პერიოდში რუმინეთის დედაქალაქი ბუქარესტი უმასპინძლებს. ცხადია, ქართველების გარეშე…

არადა, მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატისთვის საქართველოს 17-27 სექტემბერს უნდა ემასპინძლა, თუმცა ქართულმა მხარემ ვალდებულებები ვერ შეასრულა…