ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში ერთმანეთს ფრანგული „პარი სენ- ჟერმენი“ და ინგლისური „მანჩესტერ სიტი“ დაუპირისპირდებიან.

სავარაუდო-საექსპერტო მონაცემებით „სიტის“ ფეხბურთელთა ჯამური სატრანსფერო ღირებულება 1,005 მილიარდი ევროა. პარიზელებს კი მილიარდამდე სულ ცოტა დააკლდათ – 997,25 მილიონი ევრო.

გამოდის, რომ ერთ შეხვედრაში ერთ მოედანზე საბურთაოდ 2 მილიარდი ღირებულების გუნდები გავლენ.

ეს იქნება მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში „უძვირესი მატჩი“.

See the source image