„მილანის“ მწვრთნელის, სტეფანო პიოლის თავში ახალი საფეხბურთო რევოლუციური ცვლილებები მწიფდება. იტალიელი სპეციალისტის აზრით, კალათბურთიდან ფეხბურთში რამდენიმე წესის გადმოღებაა აუცილებელი.
„ბურთის თამაშიდან გასვლისას აუცილებელია დრო შეჩერდეს. საჭიროა თამაშის პროცესში ტაიმ-აუტები. ამასთან, თუ გვინდა თანმედროვე ფეხბურთი უფრო შემტევი გახდეს, დაამკვიდრეთ წესი, რომლის მიხედვით ფეხბურთელს მოედნის ცენტრის გადაკვეთის შემდეგ, საკუთარ ნახევარზე დაბრუნების უფლება არ ექნება“, – ამბობს პიოლი.