კატალონიური „სპორტი“ წერს, რომ „ბარსელონას“ პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა და მწვრთნელი რონალდ კუმანი ერთმანეთს კადისიდან გამოფრენის დროს, თვითმფრინავთან შეხვდნენ და 20 წუთი ილაპარაკეს. თვითმფრინავთან ლაპარაკს რამდენად შეიძლება სერიოზული ეწოდოს ყველამ თავად განსაჯოს, მაგრამ ცნობილია, რომ საუბარს „ბარსას“ დირექტორატის კიდევ ორი წევრი ესწრებოდა: რაფა იუსტე და მატეუ ალემანი.
გამოჟონა ინფორმაციამ თითქოს ლაპორტამ კუმანს უთხრა, რომ მას ჯერჯერობით მწვრთნელად დატოვებს, ოღონდ მისი მომავალი გუნდის ყოველ კონკრეტულ შედეგებზე იქნება დამოკიდებული.
ამრიგად, ხვალ, 26 სექტემბერს, საქართველოს დროით 18 საათსა და 15 წუთზე, „ლევანტესთან“ შეხვედრაში ჰოლანდიელი კვლავ „ბარსელონას“ თავკაცი იქნება. ასე მოხდება იმის მიუხედავად, რომ კადისში „ნუევო მირანდილაზე“ (0:0) მსაჯმა მას წითელი ბარათი ამოუღო ანუ „ლევანტესთან“ შეხვედრას ის ტრიბუნიდან ადევნებს თვალს.
ლაპორტას პრინციპი ასეთია: ის კუმანის შედეგებს ყოველ კონკრეტულ შეხვედრაში შეხედავს და ამის მიხედვით გადაწყვეტს, როდის გაუშვებს მას სამსახურიდან. ან საერთოდ გაუშვებს თუ არა.
დღეს გაიმართება „ლევანტესთან“ შეხვედრის წინა პრეს-კონფერენცია, სადაც ჟურნალისტებს კუმანისთვის კითხვების დასმის შესაძლებლობა მიეცემათ, მაგრამ მათ ეს „კადისთან“ თამაშის წინაც სცადეს. თუმცა ამაოდ. ჰოლანდიელმა „ბარსას“ სათავეში დარჩენა-არდარჩენის თემაზე არაფერი უპასუხა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური13/07/2026 | 09:25ეგვიპტელები ვერ მშვიდდებიან
მთავარი ამბავი13/07/2026 | 08:20მესი არასდროს შეხვედრია ინგლისს
მთავარი ამბავი12/07/2026 | 12:31სკალონი: კიდევ ერთხელ გაგვიმართლა
მთავარი ამბავი12/07/2026 | 11:08ტუხელი: მენტალიტეტი შეგიძლიათ ბოთლებში ჩამოასხათ და გაყიდოთ, მაგრამ…
