ტურინის „იუვენტუსისა“ და იტალიის ნაკრების ფორვარდ ფედერიკო კიეზას „დორტმუნდმა“ დაადგა თვალი.

გერმანელები მასში ერლინგ ჰოლანდის შემცვლელს ხედავენ, რომელსაც, ხვდებიან, რომ ვერ შეინარჩუნებენ. 23 წლის კიეზა ევროპის წინა ჩემპიონატზე 7 შეხვედრაში 2 გოლით გამოირჩა.

მისი სატრანსფერო უფლებები „ფიორენტინას“ ეკუთვნის, ტურინში კი 2020 წლის შემოდგომაზე იჯარით გადავიდა.

გასულ სეზონში მან „იუვეში“ 9 გოლი და ამდენივე საგოლე პასი მიითვალა. ფედერიკო კიეზას სავარაუდო სატრანსფერო ფასი დაახლოებით 70 მილიონი ევროა.