წაგება ჩემპიონთა ლიგაში მიუნხენის „ბაიერნთან“, შემდეგ ზედიზედ ორი ფრე ესპანეთის ჩემპიონატში და აღარც „ბარსელონამ“ დაახანა – კლუბი ბელგიის ნაკრების მწვრთნელ რობერტო მარტინესს დაეკონტაქტა.

თავის მხრივ მარტინესმა ბელგიის ფეხბურთის ფედერაციას უკვე აცნობა, რომ შესაძლოა, „ბარსელონაში“ მუშაობას დათანხმდეს, მაგრამ ნაკრებს ოქტომბერში გასამართი შესარჩევი მატჩების დასრულებამდე არ დატოვებს.

Roberto Martinez: Belgium coach to remain in job despite disappointing Euro  2020 exit | Football News | Sky Sportsკუმანს რომ წყალი შეუდგა, ეს უკვე კარგა ხნის ამბავია. მის შემცვლელად რამდენიმე კანდიდატს განიხილავენ, მაგრამ მარტინესი ლაპორტას ფავორიტია და მასთან თანამშრომლობას იგი საპრეზიდენტო არჩევნებამდეც განიხილავდა. თავად მარტინესს კარგი ურთიერთობა „ბარსელონას“ ხელმძღვანელობაში მყოფ რამდენიმე პირთან აქვს. ჟორდი კრუიფთან სულაც ნათლი-მირონობა აკავშირებს – ერთმანეთის შვილების ნათლიები არიან.

თუმცა, ესპანურ მედიაში განსხვავებული ინფორმაციაც ვრცელდება. მაგალითად, წერენ, რომ „ბარსელონას“ მთავარ მწვრთნელად დანიშვნის მთავარი კანდიდატი ჩავი ერნანდესია.