ესპანურ სპორტულ მედიაში გაჟონა ინფორმაციამ, რომ „ბარსელონას“ დირექტორატში რონალდ კუმანის შემცვლელად ტიერი ანრის მოიაზრებენ.
კუმანს ვითარების გამოსასწორებლად რამდენიმე მატჩი დაუტოვეს, მერე კი…
ტიერი ანრი კანდიდატად ჯერ კიდევ 2017 წელს მოიაზრებოდა, მაგრამ მაშინ არჩევანი ერნესტო ვალვერდეზე შეჩერდა.
ამჟამად 44 წლის ანრი ბელგიის ნაკრებში რობერტო მარტინესის თანაშემწეა.
მარტინესი ასევე მიიჩნევა კუმანის სავარაუდო შემცვლელად. თუ მისი კანდიდატურა გაიმარჯვებს, ანრი თანახმაა, მარტინესს ბარსელონაში ასისტენტის რანგშიც გაჰყვეს.