შეიძლება იყოს 2 ადამიანი, ადამიანები თამაშობენ ფეხცურთს, მდგომარე ადამიანები და ბალახი-(ი)ს გამოსახულება
თელავი ბევრს ეცადა, მაგრამ ბათუმს საპასუხო გოლი ვერ გაუტანა

25-ე სათამაშო დღეს ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შეუტანია. ჩემპიონობის ორივე მთავარმა კანდიდატმა გაიმარჯვა და „ბათუმი“ ისევ ხუთი ქულით უსწრებს „დინამოს.“

„ბათუმი“ თელავს ეწვია და საკმაოდ რთული მატჩიც გამოუვიდა. „თელავი“ ელიტაში საფლეიოფო დავიდარაბის გარეშე დარჩენას ცდილობს და ცხადია, არაფერს დათმობდა. ზღვისპირელებმა ჯაბა ჯიღაურის ერთადერთი გოლის წყალობით მოიგეს. ეს მათი ზედიზედ მესამე გამარჯვება გახლდათ.

„დინამომ“ წინა ტურებში დაკარგული ქულების ჯავრი „შუქურაზე“ იყარა. თამაში ფოთში გაიმართა. დუბლი მიითვალა ზორან მარუშიჩმა. თითოც ოსეი ბარნსმა და ლევან ხარაბაძემ გაიტანეს. ორი საგოლე პასი შეასრულა მილან რადინმა.

შეიძლება იყოს 3 ადამიანი, ადამიანები სპორტით არიან დაკავებული, მდგომარე ადამიანები და ბალახი-(ი)ს გამოსახულება
დინამომ შუქურა ფოთში გაანადგურა

„ტორპედომ“ ბოლო დროს ცოტა გამოისწორა მდგომარეობა. მიჯრით ორი შეხვედრა მოიგო. ამიტომ ცოტა მოულოდნელი იყო იმერულ დერბიში აუტსაიდერ „სამტრედიასთან“ დიდი ანგარიშით მარცხი.

თამაში კარგი საცქერი გამოდგა. ტორპედოელები იგებდნენ კიდეც მეჰდი ბუკასის გოლით, მაგრამ სხვაგვარად ფიქრობდა სამტრედიელთა შემტევი, ნიკოლა პრელჩეცი, 31 წლის ხორვატი, რომელიც სამტრედიელებს გასულ ივლისს შეუერთდა მაკედონიური „რაბოტნიჩკიდან.“ ნიკოლამ ჰეთ-თრიქი შეასრულა.

„დილას“ რომ „საბურთალოსთვის“ მოეგო, ისევ მესამე ადგილზე დაბრუნდებოდა, მაგრამ მასპინძელმა გორელებმა ვერაფერი მოუხერხეს ხვიჩა შუბითიძის გუნდს.

საინტერესო გამოდგა ტურის გვიანი მატჩი საგურამოში, სადაც  „ლოკომოტივი“ 0:2 აგებდა კერკეტ „სამგურალთან,“ მაგრამ მაინც მოახერხა გათანაბრება. გუნდებმა შეხვედრა კაცნაკლულებმა ჩაამთავრეს. არბიტრმა ავაზაშვილმა ჯერ „რკინიგზელთა“ სენეგალელი ადამა ვადი გააძევა, ბოლოსკენ კი მას სტუმართა ნიგერიელი ლუქმან გილმორი მიაყოლა.

სამტრედია 4:1 ტორპედო

0:1 ბუკასი (15), 1:1, 2:1 პრელჩეცი (22, 35), 3:1 კვირკვია (68), 4:1 პრელჩეცი (76)

შუქურა 0:4 დინამო  (ფოთში)

0:1 მარუშიჩი (27), 0:2 ბარნსი (44), 0:3 მარუშიჩი (64), 0:4 ხარაბაძე (83)

თელავი 0:1 ბათუმი

0:1 ჯიღაური (16)

გაძევება: თევზაძე (90+3) – თელავი

ლოკომოტივი 2:2 სამგურალი

0:1 ფონიავა (51), 0:2 თევზაძე (59), 1:2 გავაშელიშვილი (70), 2:2 იმრანი (79)

გაძევება: ვადი (57) – ლოკომოტივი; გილმორი (80) – სამგურალი

 დილა 0:0 საბურთალო

გუნდითამაშიმოგებაფრეწაგებაბურთებიქულა
ბათუმი362112373:2775
დინამო36217859:2870
დილა361710948:3561
საბურთალო361512952:4057
ლოკომოტივი361581357:5953
თელავი361281635:5344
სამგურალი369141334:4641
ტორპედო369131438:4440
შუქურა365121928:4927
სამტრედია36562533:7621

მეგოლეები: გიორგი ფანცულაია (ბათუმი) – 12, ზორან მარუშიჩი (დინამო) – 11, ჯაბა ჯიღაური (ბათუმი), სერგო კუხიანიძე (სამგურალი) – 9

შეიძლება იყოს 5 ადამიანი-(ი)ს გამოსახულება
დინამოს ახალი სპორტული დირექტორი ალექსანდრე რეხვიაშვილი საქმეს ფოთში შეუდგა