კარლო ანჩელოტიმ დაასახელა „რეალის“ ის ფეხბურთელები, რომლებიც დღეს, გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიასთან“ ჩავლენ სათამაშოდ. როგორც გაირკვა მადრიდელები „ღამურების“ წინააღმდეგ მეტ-ნაკლებად „მსუბუქად“ მიდიან. იტალიელი მწვრთნელის 22-კაციან სიას „ლოს ბლანკოსის“ ძირითადი გუნდის 6 კაცი აკლია.

„ვალენსიასთან“ ვერ ითამაშებენ დაშავებულები ფერლანდ მენდი, მარსელო, ტონი კროოსი, დანი სებალოსი, გარეთ ბეილი და მარიანო.

„მარკას“ აზრით, ამ ექვსი ფეხბურთელის არყოფნა „თეთრებს“ დაცვის მარცხენა ფრთასა და ნახევარდაცვაში შეუქმნის გარკვეულ პრობლემებს.

ანჩელოტიმ პრეს-კონფერენციაზე ისიც თქვა, რომ ედენ აზარს მუხლი სტკივა.

„ედენმა წინა შეხვედრა გამოტოვა და პარასკევის ვარჯიშზეც იტკივებდა მუხლს, — თქვა ანჩელოტიმ, — ასე რომ, ვათამაშებ მას „ვალენსიას“ წინააღმდეგ თუ არა, ჯერ არ ვიცი, თუმცა ზოგადად აზარით კმაყოფილი ვარ.

ვფიქრობ, წარსული ტრავმების გათვალისწინებით, მას უნდა მოვუფრთხილდეთ. ამ ეტაპზე, ბელგიელის ზედიზედ ორ შეხვედრაში გამოყვანა რთული იქნება. ის ჯერ არ არის იმ დონეზე, რომელიც ჩვენ ყველას გვახსოვს, მაგრამ გვწამს, რომ აუცილებლად მიაღწევს საუკეთესო ფორმას“.

შემდეგ, ანჩელოტის „ვალენსიასთან“ შეხვედრის წინ შესაძლო როტაციაზე. მან უპასუხა:

„ვფიქრობ, ეს იქნება მატჩი, რომელიც ბევრს ენერგიას წაიღებს და კარგია, რომ მისთვის გუნდმა დროულად აღიდგინა ძალები. რაც შეეხება როტაციას, ის მნიშვნელოვანია, რადგან გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც ვფიქრობ დაიღალნენ. მართალია პრინციპულ გადახალისებას ჩვენგან არ უნდა ელოდოთ, მაგრამ ცალკეული ცვლილებები ნამდვილად იქნება.

რაც შეეხება ვალენსიას, ეს გუნდი კარგ ფორმაშია და ამიტომ მის წინააღმდეგ ჭკვიანურად უნდა ვითამაშოთ. ზოგადად, მათი ძალისმიერი სტილი არ მაღელვებს, მაგრამ ის კი ფაქტია, რომ კარგ ფორმაში არიან“.