No description available.„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ახალწვეულმა კარმელო ენტონიმ გუნდის საკმაოდ ხანდაზმულ ასაკზე ისაუბრა.
მოგეხსენებათ, გასულ ზაფხულს „ლეიკერსი“ NBA-ის ისტორიაში ყველაზე ასაკიან გუნდად იქცა – საშუალოდ 32,8 წელი.
„ველოდით, რომ ამ თემაზე ბევრს ისაუბრებდნენ. თითქოს, სპორტში გარკვეული ასაკის მიღწევის შემდეგ ყველაფერი უნდა მიატოვო და წახვიდე. არადა, ჩვენ არ ვბერდებით – ჩვენ ვბრძენდებით. წარმოიდგინეთ, რომ იტალიურ რესტორანში მიხვედით და 900 წლის ბებიამ ზღაპრული კერძი მოგიმზადათ. თქვენ ხომ არ დაიწყებთ მის ასაკზე ლაპარაკს – უბრალოდ, სიამოვნებას მიიღებთ კერძისგან“, – განაცხადა კარმელო ენტონიმ.
ექსპერტთა აზრით, ლებრონი და მთელი „ლეიკერსი“ მუხლმოდრეკილნი უნდა მადლობდნენ ღმერთს, რომ კარმელო დაემატათ.
მას გამარჯვება სწყურია. უნივერსიტეტთა ლიგის ჩემპიონს და დუჟინი ოლიმპიური მედლების პატრონს NBA-ის ფინალურ სერიაშიც კი არასოდეს უთამაშია.
ახლა იმედი აქვს, რომ ლებრონ ჯეიმსის, ენტონი დევისისა და რასელ ვესტბრუკის მხარდამხარ იჩემპიონებს.
37 წლის კარმელო ენტონის წინა ორმა „პორტლენდურმა“ სეზონმა დაადასტურა, რომ მისი ჩამოწერა ჯერ ადრეა.
Кармело Энтони в матче с "Тандер" установил карьер-хай по точности бросков  с игры - НБА - Slamdunk.ru : все о баскетболе, новости nba