Alan Shearer: the greatest Premier League goalscorer of allალან შირერი მედიის არც იმდენად მოყვარულია, ნებისმიერ წვრილმანზე კომენტარები აკეთოს.
როგორც ჩანს, „ნიუკასლის“ ვეტერანს (1996-2006 წ.წ.) და ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირს (148 გოლი პრემიერლიგაში) სათქმელი დაუგროვდა.
„აღარც იმედი დარჩა და აღარც ამბიცია. სიმართლე გითხრათ, ეს უკვე მომბეზრდა. სეზონიდან სეზონამდე ერთი და იგივე შეცდომები მეორდება. მენეჯმენტი ახალ კონტრაქტებს სთავაზობს ფეხბურთელებს, იმიტომ რომ ვერ ყიდის მათ. მერე კი თავს იმართლებენ, ახალს ვერავის ვყიდულობთ იმიტომ, რომ ამათ ბევრს ვუხდითო.
ყველაზე იაფია, ყველაფერი უცვლელად დატოვო.
არადა, ჩვენი ქომაგები გაცილებით უკეთესის ღირსნი არიან”, – თქვა ალან შირერმა
„ნიუკასლი“ ოთხი ტურის შემდეგ პრემიერლიგის ცხრილში ერთადერთი ქულით ბოლოსწინა ადგილზეა, შირერის მოთმინების ფიალა კი ბოლო ტურში „მანჩესტერთან“ 1:4 მარცხმა შეავსო.