„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი პოლ პოგბა 2022 წლის ივნისში თავისუფალი აგენტი ხდება.
კლუბს და პირადად ოლე გუნარ სულშერს ძალიან უნდათ ფრანგის დატოვება, მაგრამ აქამდე მოლაპარაკებები პრობლემურად მიმდინარეობდა.
შესაძლოა, ამიერიდან მოლაპარაკების მაგიდასთან კლიმატი გაუმჯობესდეს – პოგბა იმდენად აღაფრთოვანა „ოლდ ტრაფორდზე“ კრიშტიანუ რონალდუს ფეერიულმა დაბრუნებამ, გუნდში დარჩენის სურვილი გაუჩნდა.
ჯერ გადაწყვეტილი არაფერია და პოგბაც კვლავინდებურად შედის „რეალის“ სატრანსფერო გეგმებში. ამის მიუხედავად, პორტუგალიელი მოტივატორის გამოჩენა მანჩესტერელთა შანსებს მკვეთრად ზრდის. 28 წლის პოგბას აქტივში პრემიერლიგის სასტარტო 4 ტურში შესრულებული 7 საგოლე გადაცემაა.