ნორვეგიელმა ერლინგ ჰოლანდმა მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში გიბრალტართან (5:1) ჰეთ-თრიკი შეასრულა, თუმცა საკუთარი შედეგიანობით მაინც უკმაყოფილოა.
„თუ შევხედავთ, ჩატარებული მატჩებისა და გოლების რაოდენობას, ბევრი ვერ გამაქვს. ვფიქრობ, თამაშების რაოდენობაზე უფრო მეტი ბურთი უნდა მქონდეს შეგდებული. ჩემი მიზანი სწორედ ეს არის და შედეგიანობაც აუცილებლად უნდა გავაუმჯობესო“, – განაცხადა ნორვეგიელმა შემტევმა.
გეტყვით, რომ ჰოლანდს ნორვეგიის ნაკრებში 15 მატჩი აქვს ჩატარებული და 12 გოლი გატანილი. ხოლო საკლუბო დონეზე, „დორტმუნდში“, 65 მატჩში, თავი 63-ჯერ გამოიჩინა.
ჰოლანდი საკმარისად შედეგიანია, მაგრამ გაცილებით ამბიციურიც ჩანს…