ესპანურ გამოცემა Diario Sport-ს ხელში ჩაუვარდა ანტუან გრიზმანის კონტრაქტი “ბარსელონასთან”. დოკუმენტის თანახმად, თუ გრიზმანი მისი ვადის ამოწურვამდე, ანუ 2022 წლის 30 ივნისამდე დარჩებოდა გუნდში, ე.წ. “ლოიალურობის ბონუსის” სახით დამატებით 7 მილიონ ევროს მიიღებდა.

კიდევ ორი წლით დარჩენის შემთხვევაში ბონუსად 6,5-6,5 მილიონი იყო გათვალისწინებული.

ჯამში “ბარსამ” მხოლოდ ამ ერთი პუნქტით ზედმეტი 20 მილიონის ხარჯი აიცილა თავიდან. ასეთი ხარჯები წინა პრეზიდენტის ჟოზეპ მარია ბარტომეუს დროს უამრავი იყო, რაც მძიმე მემკვიდრეობად დარჩა. ჟოან ლაპორტა იანვრის სატრანსფერო ფანჯრისას კიდევ ორი-სამი მსუყე კონტრაქტისგან გათავისუფლებას გეგმავს. პრეზიდენტის გეგმით, ახალი “ბარსელონას” შენება 2022 წლის ზაფხულში უნდა დასრულდეს.