ინგლისის ნაკრების ფეხბურთელები ჯერაც ვერ გამოსულან ევრო 2020-ის ფინალში იტალიასთან დამარცხების გამო მიღებული შოკისგან. ყოველ შემთხვევაში, „სამი ლომის“ დამრიგებელი, გარეთ საუთგეიტი, ამბობს რომ ამ თაობის ფეხბურთელებს ევროშოკს მხოლოდ გაისად ყატარში მოგებული მსოფლიო ჩემპიონატის ხიბლი თუ შეუმსუბუქებს.
ინგლისელები ახლა ბუდაპეშტში იმყოფებიან და ამ საღამოს უნგრელებთან შესარჩევი მატჩისთვის ემზადებიან.
გაზეთი „სანი“ წერს, რომ გუშინ საუთგეიტს თავისი ბიჭებისთვის უთქვამს:
„მსოფლიო ჩემპიონატი უნდა მოვიგოთ, რათა დავივიწყოთ ის, რაც ევრო 2020-ზე მოხდა. ვერაფერი შეედრება იმ თამაშის დონეს, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე ვაჩვენეთ და იმ გარემოებასაც, რაც ტურნირის ფინალში მოხდა.
ახლა, მომავალი 18 თვის ფიქრმა და მუშაობამ, მუნდიალის ტიტულამდე უნდა მიგვიყვანოს.“