ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ ფრანკ რიბერი იტალიური სერია A-ს აუტსადერ „ვერონას“ შეუერთდება.

38 წლის ფრანგმა კარიერის საუკეთესო წლები მიუნხენის „ბაიერნში“ გაატარა, ბოლო ორი წელი კი ფლორენციის „ფიორენტინას“ ემსახურა.

გასული სეზონის 29 მატჩში ფრანკმა 2 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მართალია, სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა, მაგრამ თავისუფალ აგენტებზე შეზღუდვა არ ვრცელდება, ვეტერანი ნახევარმცველი კი სწორედ ამ სტატუსით მიდის ყველაზე ცნობილი შეყვარებულების ქალაქში.

See the source image