მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა ფიბას ოფისში გაიმართა.

ევროპის ზონის 32 გუნდი 8 კალათაში განაწილდა. საქართველო საკალათბურთო ნაკრები G ჯგუფში ესპანეთთან, უკრაინასთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან ერთად მოხვდა.

See the source imageფორმატის თანახმად, ჯგუფებში თამაშები გაიმართება ორ წრედ (შინ და სტუმრად), რის შემდეგაც, თითოეულიდან 3 საუკეთესო მეორე ეტაპზე გავა.

მეორე ჯგუფურ ეტაპზე G ჯგუფის სამეული H ჯგუფის სამეულს შეუწყვილდება. აქვე გეტყვით, რომ H ჯგუფში იტალია, რუსეთი, ნიდერლანდები და ისლანდია მოხვდნენ.

ახალ ჯგუფებში მანამდე ერთ ჯგუფში მყოფი გუნდები ერთმანეთში არ ითამაშებენ, მაგრამ ურთიერთშეხვედრებში ნაჩვენები შედეგები გადაჰყვებათ. შესაბამისად, თითოეულ გუნდს სხვა ჯგუფის 3 წარმომადგენელთან მოუწევს 2-2 მატჩის (შინ და სტუმრად) გამართვა. საბოლოოდ მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურებს თითო ჯგუფის 3 საუკეთესო  გუნდი (ჯამში 12) მოიპოვებს.

თამაშები გაიმართება ფიბა-ს მიერ დადგენილი ფანჯრების პერიოდში. როგორც პირველ, ისე მეორე ჯგუფურ ეტაპზე გამოყოფილია 3-3 ფანჯარა.

პირველი ეტაპი

პირველი ფანჯარა: 2021 წლის 22-30 ნოემბერი;

მე-2 ფანჯარა: 2022 წლის  21 თებერვალი-1 მარტი;

მე-3 ფანჯარა: 2022 წლის 27 ივნისი-5 ივლისი;

მეორე ეტაპი

მე-4 ფანჯარა: 2022 წლის 22-30 აგვისტო;

მე-5 ფანჯარა: 2022 წლის 7-15 ნოემბერი;

მე-6 ფანჯარა: 2023 წლის 20-28 თებერვალი;

მსოფლიოს მომავალი ჩემპიონატი 2023 წლის 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით სამ ქვეყანაში – იაპონიაში, ინდონეზიასა და ფილიპინებში ჩატარდება.

წილი
წინა სტატიამბაპედან კამავინგაზე
შემდეგი სტატიარა დააშავა რონალდუმ?
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...