„რეალი“ კილიან მბაპედან ედუარდო კამავინგაზე გადაერთო. „თეთრები“ „რენის“ ნახევარმცველის შეძენასთან ახლოს არიან.

ფრანგულმა „კანალ პლუსმა“ დაადასტურა ესპანური AS-ის ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ „რეალმა“ და „რენმა“ გამონახეს საერთო ენა ანგოლური წარმოშობის ფრანგთან (3 შეხვედრა საფრანგეთის ნაკრებში) დაკავშირებით. გუშინ მხარეებს რამდენიმე წვრილმანიღა ჰქონდათ შესათანხმებელი.

ხსენებულ მოლაპარაკებათა გამო „რენმა“ კამავინგა ბოლო შეხვედრებში სათადარიგოთა სკამზე დასვა. რამდენადაც ცნობილია, მადრიდელები 18 წლის ამომავალ ვარსკვლავში 30 მილიონ ევროს იხდიან.

კამავინგათი „რეალი“ კარგა ხანია დაინტერესებულია, თუმცა მას მერე, რაც „სანტიაგო ბერნაბეუდან“ ზინედინ ზიდანი წავიდა, ეგონათ, რომ კლუბი ფრანგის შეძენაზე ხელს აიღებდა. მაგრამ, ასე არ მოხდა.

დღეს, როდესაც გერმანელ ვეტერან ტონი კროოსს ტრავმა გასაქანს არ აძლევს, ძირითად შემადგენლობაში კამავინგას მოხვედრის შანსი იზრდება.