შაბათს მიუნხენის „ბაიერნმა“ ბუნდესლიგის მორიგ ტურში ბერლინის „ჰერტა“ 5:0 გაანადგურა. ხუთიდან სამი გოლი რობერტ ლევანდოვსკის ანგარიშზეა.

ამ ჰეთ-თრიქით პოლონელმა „ბაიერნის“ მაისურით გატანილი გოლების რაოდენობა 301-მდე გაზარდა.

ისტორიული შედეგის დასაფიქსირებლად ლევანდოვსკიმ 333 მატჩი იკმარა. თუ ამას 65 საგოლე გადაცემასაც დავუმატებთ, გამოდის, რომ ერთი შედეგიანი მოქმედების შესასრულებლად მას 77 წუთი სჭირდება.

დღეისათვის ლევანდოვსკი 5 გოლით ლიდერობს ბუნდესლიგის ბომბარდირთა დავას. მას კვალში 3 გოლით ერლინგ ჰოლანდი უდგას.

See the source image